ყვითელი ამბები

„ძაან მაღალი IQ მაქვს, კარგად ვგებულობ ყველაფერს...“ - რა შეემთხვა კვესიტაძეს პატრულთან

გადაცემის შემდეგ სახლისკენ მანქანით მიმავალი ტელეწამყვანი პატრულმა გააჩერა.
Sputnik

პატრულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ჰყვება, რომ გადაცემის დამთავრების შემდეგ სახლში მიმავალი პატრულმა გააჩერა და ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვა, რამაც დააეჭვა, ხომ არ იყო ეს პროვოკაცია.

ვინ ემუქრებოდა ეკა კვესიტაძეს: ლავასოღლის 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

მისი თქმით, ეჭვი იმიტომ გაუჩნდა, რომ მოძრაობის წესები არ დაურღვევია, პოლიციელმა კი უთხრა, რომ ცალი ფარი ჰქონდა ჩამქრალი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა.

„ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო ამ ტესტის ჩაბარება, ჩავაბარე კიდეც და, რასაკვირველია, წარმატებით - უბრალოდ დიდხანს, პრინციპულად მოვითხოვდი დასაბუთებას, რა გონივრული ეჭვის გამო მაბარებინებდნენ - პასუხი ერთი და იგივე, ფარი გაქვთ გადამწვარი - არ ვიცი, რა უნდოდათ - ეგონათ, რომ სტუდიაში წყლის მაგივრად ალკოჰოლს ვსვამ - პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რაც გუშინდელი ძალიან მძიმე დღის და ჩემი გაჯიუტებას მიდრეკილი ხასიათის გამო სავსებით შესაძლებელი იყო, არ ვიცი, მე ასეთ პატრულთან ჯერ შეხება არ მქონია“, - წერს ტელეწამყვანი.

კვესიტაძის თქმით, „ფეისბუქზე“ ლაივიც ჩართო, თუმცა სტატუსის დაწერა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი "მიხეილ უკრაინოლოგი" "დაათრევს მისი ლაივიდან ფოტოს".

„შემიძლია, გადამწვარი ფარის გამო გამოწერილი 15 ლარიანი ქვითარი სახეზე ავაფარო მას და ნებისიერ პროვოკატორს“, - წერს კვესიტაძე.