დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
Sputnik

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობებისთვის. დიდი ალბათობით, ვერ დააღწევთ თავს კამათს. ამასთან, ეს კამათი სარგებელს არ მოიტანს – ცოტას თუ აინტერესებს სხვების მოსმენა, თითოეულს მხოლოდ საუთარი მოსაზრებები უფრო აღელვებს. მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება დამოუკიდებლად სჯობს. არ ღირს სხვისი დახმარების იმედად ყოფნა.

იქნება რამე მნიშვნელოვანის გაგების შანსი, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია სწორად შეაფასოთ. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იმასაც კი, რაც ახლა ძალზე უმნიშვნელოდ და წვრილმანად გეჩვენებათ. დღის მეორე ნახევარში კი ნამდვილად ღირს, ინტუიციას მოუსმინოთ, ყურადღება გაამახვილოთ მის მინიშნებებზე.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

ვერძი

ეძებეთ საინტერესო საქმეები. ისინი თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. როცა მოსაწყენ საქმეს აკეთებთ, ხასიათი გიფუჭდებათ და აუტანელი ხდებით.  გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი გართობა შეუძლიათ: საინტერესო სასაუბრო თემის შემოთავაზება, გასეირნება ან რომანტიკულ პაემანზე დაპატიჟება. საქმიანი საკითხები, სჯობს, დილით განიხილოთ, რადგან შემდეგ სულ უფრო მეტად მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

კურო

არცთუ ნაყოფიერი დღეა, ხშირად გიწევთ სხვა რამეებზე ყურადღების გადატანა, ვერ ახერხებთ საქმეების დასრულებას. ცდილობთ სხვების დახმარებას, თხოვნაზე უარს ვერ ამბობთ. სამწუხაროდ, შესაძლოა, ვინმემ თქვენი სიკეთით ისარგებლოს. კარგი დღეა მგზავრობისთვის, რომლის დროსაც, შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო, განსხვავებულ ადამიანებს. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

ტყუპი

რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეთ დღეს, გახსოვდეთ, რომ კარგი კამპანია გესაჭიროებათ. იდეალურ ვარიანტში, ის მხიარულიც უნდა იყოს, რომ არ მოიწყინოთ. მარტო მუშაობა რთულია. დღეს ძალიან გჭირდებათ ქათინაურები და ყურადღება. შესაძლებლობა გექნებათ, რამე უჩვეულო ღონისძიებას დაესწროთ, იურთიერთოთ ადამიანებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში თქვენი საქმიანი პარტნიორები ან მეგობრები გახდებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

კირჩხიბი

ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში ამის საშუალება არ მოგეცემათ. ამ დროს მოსალოდნელია საკმაოდ არასასიამოვნო ვიზიტები, იძულებითი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაგანაც თავის შორს დაჭერას ისურვებდით. ძალიან უნდა ეცადოთ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს – სწორედ ეს სურთ ამ ადამიანებს. შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლებელია სხვადასხვა საქმის გაკეთება. არ მოგწონთ სტანდარტული გადაწყვეტილებები, ამიტომ მიზნისკენ საკუთარ გზას ეძებთ. მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი. იცვლება გარშემომყოფებთან ურთიერთობები. ის, ვინც არ გაფასებდათ, მიხვდება, რომ ცდებოდა. კონტატების დროს ფრთხილად იყავით, ბევრი არ ილაპარაკოთ ადამიანებთან, რომლებიც სულ ცოტაოდენ უნდობლობას მაინც იწვევენ თქვენში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

ქალწული

სირთულეები არ გაშინებთ და ეს სწორიცაა. დღეს არაერთი ბარიერის გადალახვა მოგიწევთ. წარმატებები იმაზე მნიშვნელოვანი გექნებათ, ვიდრე ელოდებოდით. ვარსკვლავები განსკუთრებით წყალობენ იმათ, ვინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ცხვირს არ იბზუებს, თითქოს ყველაფერში მართალი იყო. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკული. ახლობლებთან ურთიერთობები უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

სასწორი

ისწავლეთ, შეაგროვეთ ინფორმაცია, დასვით კითხვები. ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელია მათთვის, ვინც ირგვლივ მიმდინარე საკითხებით არის დაინტერესებული. მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს. სამუშაოზე წარმატება, შეიძლება ითქვას, მოულოდნელად გეწვევათ, არ დააყოვნებს ჯილდოც შრომისთვის. დღის მეორე ნახევარში ახლობლები სასიამოვნო, სასიხარულო ახალ ამბავს მოგაწვდიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

არასახარბიელო დღეა სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისთვის. რაც არ უნდა ისწრაფვოდეთ დიდი წარმატებისკენ, მაინც მცირედით დაკმაყოფილება მოგიწევთ. პროფესიული საკითხების განხილვა გადადეთ. ყურადღების კონცენტრაცია ჩვეულ საქმეებზე მოახდინეთ. თავისუფალი დრო ახლობლებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. ეს გაგახარებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

მშვილდოსანი

დღე არცთუ მარტივი იქნება, მაგრამ მიზნების მიღწევის შანსი გექნებათ. ამისთვის აუცილებელია თვითდისციპლინა და საქმეებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, ასე რომ, უარი თქვით ქარაფშუტობაზე და ყველაფერზე ნუ იოხუნჯებთ. თავი აარიდეთ ზედმეტ გადაღლას. დღე ისე დაგეგმეთ, რომ დასვენებისთვის დრო დაგრჩეთ. დაღლილობის გამო განწყობა შეიძლება შეეცვალოთ და ურთიერთობები გარშემომყოფებთან გაფუჭდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

თხის რქა

ხართ შეუპოვარი, შეიძლიათ, გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ, მაგრამ მუდმივად ჩნდება რაღაც გაუგებრობები, ჩვეული საქმეები ბევრ დროს გართმევთ. ბევრ დროს კარგავთ იმაზე, რაც არც ისე მნიშვნელოვანია. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ კრიტიკული და ირონიული გამონათქვამებისგან. ასე უფრო ადვილად გექნებათ კონტაქტი ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

მერწყული

ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმე დილითვე მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მცირე წარმატების მიღწევაც კი გაგიჭირდებათ. საღამოს მოახლოებასთან ერთად ჩნდება დაბრკოლებები საქმეებში, სულ უფრო ნაკლებად მოგწონთ მიმდინარე მოვლენები, გიჭირთ არსებული ვითარების სწორად შეფასება; შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ. გახსოვდეთ ეს, თუ მიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

თევზები

დღე სირთულეებს მოკლებული არ არის, მაგრამ ყველაფერს გაართმევთ თავს, თუ ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ. ეს, შესაძლოა, გაგიჭირდეთ, რადგან პრობლემები უზარმაზარი გეჩვენებათ, ბარიერები – გადაულახავი. პანიკაში არ ჩავარდეთ, დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. დღის მეორე ნახევარში გაჩნდება ახალი იდეები, შემდეგ კი – მისი განხილვის შესაძლებლობა დაინტერესებულ ადამიანებთან. ამან, შესაძლოა, ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას დაუდოს საფუძველი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება