Hyperloop - ეს მატარებელი-კაფსულაა, რომელიც მაღალი სიჩქარით ვაკუუმური მილების მეშვეობით გადაადგილდება.
შეთანხმება მიღწეულია ჩეხეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებებთან. „მსოფლიო მეტროს“ ერთი მონაკვეთი თავდაპირველად სწორედ იქ გაკეთდება და ის ბრატისლავას ბრნოსთან და პრაღასთან დააკავშირებს.
გარდა ამისა მოლაპარაკებები მიდის ავსტრალიის ხელისუფლებასთან. შეთანხმება უკვე მიღწეულია აბუ-დაბისთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) - სამგზავრო სისტემის სიგრძე 159 კმ-ია და ის ორ ქალაქს დუბაისა და აბუ-დაბის შეაერთებს, ასეთი მანძილის გავლას ჩვეულებრისამებრ ავტომობილით 2 საათამდე სჭირდება, Hyperloop-ი კი ამ დროს 12 წუთამდე შეამცირებს.