ანგელა მერკელი ისევ ცუდად გახდა - ვიდეო

ბოლო 1 თვის განმავლობაში, უკვე მეორედ ვრცელდება ვიდეო, სადაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უნებლიეთ კანკალებს და კონთების მოძრაობას ვერ იმორჩილებს.
Sputnik

ბოლო ინციდენტი დღეს დაფიქსირდა, როდესაც ანგელა მერკელი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიის კანცლერის ცუდად ყოფნა მისმა ასისტენტმაც შენიშნა და წყალი შესთავაზა, რაზეც მერკელმა უარი განაცხადა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ანგელა მერკელის ჯანმრთელობა უარესდება.