საქართველოში ამინდი გაუარესდება: წვიმა, ღელვა და მეწყერი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, დღეიდან, 27 ივნისის ღამიდან 2 ივლისამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, 29 ივნისიდან 1 ივლისამდე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამასთან,  ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

უხვი ნალექების გამო, გამორიცხული არ არის წყალმოვარდნები  მდინარეებზე, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.