ყვითელი ამბები

ვინ სად ირუჯება - სელებრითების ფოტოები აუზებიდან

ზაფხული მოვიდა და გასარუჯად ზოგი აუზსა თუ ზღვაზე, ზოგიც სოლარიუმს მიაშორებს
Sputnik

მოვიდა ზაფხული და რუჯის თემა ყველასთვის აქტუალურია. სოციალურ ქსელში სხვადასხვა აუზიდან, თუ სანაპიროდან უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს სელებრითების მზეზე მოელვარე სხეულებს, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის, თუ ფერის საცურაო კოსტიუმებში იწონებენ თავს.

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ჯერჯერობით დედაქალაქში რჩება, თუმცა უქმეებზე ხშირად დადის საქართველოს ზღვისპირეთსა, თუ სხვა კურორტებზე, საიდანაც ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს „ინსტაგრამის“ გამომწერებს.

მომღერალი ლიზა ყენია ისევ თბილისშია და თბილისის აუზებიდან იწონებს თავს თამამი საცურაო კოსტიუმებით.

მოდელი ლიკა ქორქია იბიცაძე ისვენებს.

დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე, რომელიც ხშირად იმყოფება ულამაზეს კურორტებზე, ახლაც საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზეა.

ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე თურქეთში კეძოდ ბელეკში ისვენებს.