ნათელაშვილი: რომელი დეპუტატიც მელიას დაკავებას მისცემს თანხმობას, პოლიტიკაში ვერ გაჩერდება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დეპუტატ ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას ეხმიანება.
Sputnik

 

„მთავრობას წინ ელოდება დიდი ეროვნული ტრიბუნალი და ამას ვერ გააჩერებ ნიკა მელიების დაჭერები, პოლიტიკოსების დევნა. მე მინდა მივმართო დეპუტატებს, ვინც კენჭი უნდა უყაროს ნიკა მელიას პასუხსგებაში მიცემას, ვინც მისცემს თანხმობას, მე ვპირდები, რომ ის პოლიტიკაში ვეღარ გაჩერდება“, ამბობს ნათელაშვილი.

ნათელაშვილის განცხადებით, საქართველო მიემართება თავისი ისტორიული ადგილისკენ დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე, ეს არის ღირსეული, წელში გამართული საქართველო.