ყვითელი ამბები

მამუკა ჩარკვიანის ვაჟმა ცოლი მოიყვანა - ქორწილის ულამაზესი ფოტოები

მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვაჟმა ცოლი მოიყვანა - ულამაზესი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
Sputnik

მომღერალ მამუკა ჩარკვიანის უფროსმა ვაჟმა ჯაკო ჩარკვიანმა ცოლი მოიყვანა.

მან და მისმა რჩეულმა ნინომ, ჯერ ჯვარი დაიწერეს, შემდეგ კი რესტორან „მუხამბაზში“ გადაიხადეს ქორწილი.

ქორწილს, რასაკვირველია, ჩარკვიანების მთელი ოჯახი ესწრებოდა, ასევე სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

ზოგიერთებმა სიმღერაც მიუძღვნეს წყვილს, მათ შორის, დათო გომართელმა.