მაღაზიაში შეჭრა და მძევლის აყვანა: რა მოხდა მაღაზია iPlus-ში

დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პოლიციამ დააკავა 32 წლის მამაკაცი, რომელსაც მძევლის აყვანა და სხვისი ქონების დაზიანება ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ოთხშაბათს დღისით მამაკაცი შეიჭრა პეკინის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus-ში. დანის მუქარით კონსულტანტი მძევლად აიყვანა, მოითხოვა ფული და მობილური ტელეფონები.

მესტიაში 12 წლის გოგონამ შემთხვევით მამა მოკლა

ბრალდებულმა მაღაზიის ინვენტარი და საქონელი დააზიანა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე. დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.