„დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს“ - ოქრუაშვილი ბერას მიმართავს

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ დასაჭერად არ სცალია
Sputnik

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას გარდა პროკურატურამ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დააკავოს, თუმცა ოქრუაშვილი ამბობს, რომ დღეს დასაჭერად არ სცალია.

ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდიდან მუსიკოს ბერა ივანიშვილს მიმართავს.

„ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს“, – წერს ოქურაშვილი სოციალურ ქსელში.