მსოფლიო დღეს

საშინელი ავარია თურქეთში, რომელსაც ერთი ქართული ოჯახის ორი წევრი შეეწირა

ავტოავარიაში დაღუპულები აჭარიდან არიან
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ტრაპიზონში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე, კიდევ ორი დაშავდა, განუცხადა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლიზი თედორაძემ „Sputnik–საქართველოს“.

უბედური შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

„ორი დაღუპულია, ერთი ქალი, მძიმე მდგომარეობაში, რიზეს საავადმყოფოშია. კიდევ ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას სტაციონარი არ დასჭირდა. ოთხივე საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა თედორაძემ.

ყველა ხულოს რაიონიდანაა.

საქართველოს მოქალაქეს ანკარაში ავტომობილი დაეჯახა>>

რაც შეეხება დაღუპულებს, ისინი – ქალი და მამაკაცი – ერთი ოჯახის წევრები არიან.

„საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ჩართული არიან. ისინი ადგილზე იმყოფებიან. უკვე დაწყებული მათი ცხედრების საქართველოში გადმოტანის პროცედურა“, – აღნიშნა თედორაძემ.