თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. თბილისის Untitled Gallery–ში ოთხშაბათს, 26 ივნისს ირანული ხელოვნების გამოფენა–გაყიდვა იხსნება. გალერეის სტუმრები ფერწერისა და სამკაულების ნიმუშებს იხილავენ.
ნამუშევრების ავტორები ირანის ხელოვნების მოღვაწეთა გაერთიანება „ფარსის“ წევრები არიან. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მხატვრებსა და ოსტატებს გალერეაში შეხვდნენ და გაიცნონ ისინი.
„ხელოვნების ნიმუშები რომლებიც გამოფენილი იქნება უსახელო გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში, წარმოადგენს სპარსულ უძველეს ხელოვნების და თანამედროვე ირანის ხმების ნაზავს“, – აღნიშნულია ექსპოზიციის ანონსში.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გახსნის დღეს და მთელი კვირის განმავლობაში ირანული ბაზრობის სტუმრები ექსპონატების 50%–იანი ფასდაკლებით შეძენას შეძლებენ. სტუმრები ასევე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.
გამოფენა ოფიციალურად 19:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.