თბილისი, 26 ივნისი − Sputnik. უბედურ შემთხვევას მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
გარცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას იარაღი გაუვარდა, რასაც მამა ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ბავშვი იარაღით თამაშობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.