მინდორში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს - ვიდეო

პოლიცია ახალშობილი გოგონას კადრებს ასაჯაროებს
Sputnik

7 ივნისს ჯორჯიის შტატში, ახალშობილი გოგონა, მინდორში მიტოვებული იპოვეს. მისი ტირილის ხმა ადგილობრივ მცხოვრებლებს შემოესმათ და პოლიციას დაუკავშირდნენ.

ახალშობილი გოგონას აღმოჩენის ამსახველი კადრები პოლიციამ გუშინ გაასაჯაროვა. სამართალდამცველები დედის ვინაობის დადგენას ცდილობენ.