მსოფლიო დღეს

საგანგებო ვითარება სამხედრო ნაწილში: ინტენსიური აფეთქებები შეწყდა

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ორი და დაშავდა 165 ადამიანი. ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია 89 კაცი, რომელთაგან 15 რეანიმაციაში იმყოფება. არისის მოსახლეობა ევაკუირებულია.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ყაზახეთის ქალაქ არისის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ნაწილში ინტენსიური აფეთქებები შეწყდა, ამ დროისათვის საფრთხის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, აცხადებს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ილინი.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არისის სიახლოვეს (სადაც 44,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს) მდებარე სამხედრო ნაწილის არსენალში აალება მოხდა, რასაც საბრძოლო მასალების აფეთქებები მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ორი და დაშავდა 165 ადამიანი. ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია 89 კაცი, რომელთაგან 15 რეანიმაციაში იმყოფება. არისის მოსახლეობა ევაკუირებულია.

„ყველაზე ინტენსიური აფეთქებები შეწყდა. ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ საფრთხის შემდგომი გავრცელებისა და გაზრდის საშიშროება არ არსებობს“, — განუცხადა ილინმა ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ევაკუირებულ ქალაქში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომელთაც მაროდიორობაში ედებათ ბრალი.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის განცხადებით, ქალაქს უმოკლეს ვადებში აღადგენენ. ამ დროისათვის ცნობილია, რომ არისში დაზიანებულია რამდენიმე შენობა და შეწყვეტილია ელექტრომომარაგება.