თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ხულოში, სოფელ ხიხაძირში მკვლელობა მოხდა, იუწყება პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოკლული 45 წლის მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.