ყვითელი ამბები

მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 50 კილოგრამზე მეტი დაიკლო, გაჩერებას არ აპირებს - ფოტოები

კომპოზიტორი არაჩვეულებრივ ფორმაშია - სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ.
Sputnik

ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა სამი წლის წინ კუჭის რეზექციის ოპერაცია გაიკეთა, ოპერაციის შედეგად კუჭი დაუპატარავეს და ახლა ბავშვებზე პატარა კუჭი აქვს.

მისმა გარეგნულმა სახეცვლილებებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები თავიდან შოკში ჩააგდო, ოპერაციიდან 5 თვეში მუსიკოსს უკვე 46 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. 

მაიკო კაჭკაჭიშვილი დღემდე ახერხებს საზოგადოების გაოცებას გაგრეგნული ცვლილების გამო.

კუჭის რეზექციის პროცედურა მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ხერხია წონის დასაკლებად. საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა და 100%-იან შედეგს იძლევა.

რეალურად კლება ოპერაციის დღიდან იწყება, 4 თვეში უკვე შესამჩნევია შედეგი, 6 თვეში კიდევ უფრო მეტად და სრული შედეგი ერთ წელიწადში მიიღწევა.

ადამიანი ოთხი ლუკმის მერე თავს დანაყრებულად გრძნობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ზომის კუჭის შემთხვევაში ერთი თეფში კერძის მირთმევის შემდეგ.