ყვითელი ამბები

ჩცდ-ის ლუნას ცხვირის ოპერაციის შემდეგ ვეღარ იცნობთ - მსახიობის ახალი ფოტოები

მსახიობ ქეთი ხუციშვილს რინოპლასტიკის ოპერაცია ძალიან მოუხდა.
Sputnik

მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა (ლუნა), ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ძალიან შეიცვალა.

მსახიობი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ცვლილება აშკარაა. დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მსახიობმა რინოპლასტიკის გაკეთება კონკრეტული ქირურგის აღმოჩენის შემდეგ გადაწყვიტა.

„მოკლედ, ქალაქში გვყავს დიმიტრი გელოვანი კი არა, Tengo ChikvaidzeTengo Chikvaidze თენგო ჩიკვაიძე - ჩემი ოქროსხელება იუველირი ქირურგი, მხატვარი, მუსიკოსი და ინტელექტუალი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი, რომ დამაბრუნა ბუდეში და დამამსგავსა ოჯახის წევრებს და საერთო სანათესაოს“, - წერდა მსახიობი ოპერაციის შემდეგ.