გუგა ქაშიბაძე: თუ გვინდა, რომ მზის დამწვრობისგან თავი დავიცვათ...

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს იმაზე, როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისგან.
Sputnik

„თუ ხანგრძლივად გვიწევს მზეში სიარული, აუცილებელია გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი გვეცვას და წვივებიც დაცული იყოს. ღია ფერის ტანსაცმელი გაცილებით მეტად ირეკლავს მზის სხივებს და ნაკლებად გვცხელა. მაგალითად, გუდაურში სახის სერიოზული დაზიანება შეიძლება მივიღოთ დამცავი კრემის გარეშე. საყურადღებოა კისრის წინა ზედაპირზე დაზიანება, რადგან შესაძლოა შეშუპება მოხდეს“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ქაშიბაძის განმარტებით, იმ დამწვრობამ, რომელიც ახალგაზრდამ შეიძლება ადვილად გადაიტანოს, ხანდაზმულ ადამიანს შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს.