ყვითელი ამბები

ბუბა კიკაბიძე მისი გარდაცვალების შესახებ ჭორს პასუხობს

ცნობილი ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჭორს პასუხობს.
Sputnik

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე იმ ჭორს ეხმაურება, რომელიც გუშინ, საღამოს აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საიტზე. იუწყებოდნენ, რომ ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა.

ახლახან თავად ბუბა კიკაბიძემ გამოაქვეყნა მარკ ტვენის ცნობილი ფრაზა და დაწერა: „როგორც დიდმა მარკ ტვენმა თქვა - „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია…“