ბერა ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გია ყანჩელის მუსიკით გამოეხმაურა

ბერა ივანიშვილმა ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა.
Sputnik

ბერა ივანიშვილმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის გია ყანჩელის მუსიკას ასრულებს.

„ჩემს ტკივილსა და სიყვარულს ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკით „ყვითელი ფოთლები“ გამოვხატავ“, - ასეთია ვიდეოს აღწერა.

მანამდე ბერა ივანიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს Facebook-ით გამოეხმაურა და თანატოლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.