თვალახვეული ბიუსტი და ანთებული ფაიერები: 10 საუკეთესო ფოტო საპროტესტო აქციებიდან

Sputnik

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები კვლავ ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქციის მეხუთე დღე.

ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოებამ, რომელიც მიტინგში იღებს მონაწილეობას, გამარჯვებად დაასახელა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ეს არ არის საკმარისი და უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

სამშაბათს, საღამოს საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ეს საპროტესტო აქციების მეექვსე დღე იქნება.

პროტესტის ტალღა, რომელიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლას და საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა, ხუთშაბათს არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეღწევას, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

პროტესტი ამით არ დასრულებულა. მომიტინგეები ყოველდღე 19:00 საათზე იკრიბებიან პარლამენტის წინ და მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ არეულობის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, მათ დასჯას, ვინც ძალას გადაამეტა მიტინგის დაშლის დროს და მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. ამ დროისათვის დაკავებულთა ნახევარზე მეტი, კონკრეტულად 180 ადამიანი უკვე გათავისუფლებულია.

1 / 9
ორშაბათს ღამით საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდა
2 / 9
აქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ აღმართეს რუსთაველის გამზირზე
3 / 9
„ეს რუსთა ველი არ არის, ეს რუსთაველია!“
4 / 9
ღამით მომიტინგეები პლაკატებით, დროშებითა და ანთებული ფაიერებით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს
5 / 9
მომიტინგეები არ აპირებენ გამოსვლების შეწყვეტას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები
6 / 9
სამშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება
7 / 9
ცალი თვალის ახვევა გახდა 21 ივნისს მიტინგის რეზინის ტყვიებით დაშლის სიმბოლო, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა
8 / 9
თუმცა 21 ივნისის ღამის შემდეგ პოლიცია არანაირად არ უშლის ხელს საპროტესტო აქციების გამართვას, რომლებიც მშვიდობიანად მიმდინარეობს თბილისის ცენტრში
9 / 9
გვიან ღამით აქციის მონაწილეები ღამით იშლებიან, თუმცა მომდევნო დღეს ისინი კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას