ნუცუბიძე: თვალის აღდგენა მოხდა და მხედველობის კუთხით გარკვეული დინამიკა არის

რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნათია ნუცუბიძე აქციის დარბევის დროს დაშავებულების მდგომარეობაზე საუბრობს.
Sputnik

„რეგიონულ ჰოსპიტალში სტაციონარულ მკურნალობას სამი პაციენტი გადის. ერთ პაციენტს ჩაუტარდა კომბინირებული ჩარევა. იმყოფება ინტენსიური დაკვირვების პალატაში. მისი თვალის აღდგენაც მოხდა“, - აღნიშნა ნათია ნუცუბიძემ.

ნუცუბიძის განმარტებით, მხედველობის კუთხით გარკვეული დინამიკა აქვს იმ პაციენტს, რომელსაც თვალი დაზიანებული აქვს.