12 წლის ქართველმა უკრაინაში მუსიკალურ კონკურსზე ჟიური ისევ აატირა - ემოციური ვიდეო

12 წლის ნიჭიერმა შემსრულებელმა მუსიკალურ ფესტივალზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია
Sputnik

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელიც უკრაინაში მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს, ჟიურისა და დარბაზის მოწონება კიდევ ერთი საოცარი შესრულებით დაიმსახურა.

საბავშვო Voice-ში მან მაქსიმ კომისარჩუკსა და მარია მაჰილნასთან ერთად ბიონსეს Halo შეასრულა და შემდეგ ტურშიც გადავიდა.