მსოფლიო დღეს

ახალი სანქციები: ტრამპი განაგრძობს ირანზე ზეწოლას

შეზღუდვები უკვე შეეხო ირანის სამ უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელს, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთ მინისტრ ჯავად ზაფირს მომავალ კვირაში დაუწესდება სანქციები.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ირანის წინააღმდეგ „სასტიკი სანქციების“ შესახებ. ამის თაობაზე ამერიკის ლიდერმა თავად განაცხადა. 

დაძაბულობა იზრდება: ირანმა ამერიკული მზვერავი ჩამოაგდო

„ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლის გაძლიერებას. ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს  ბირთვული იარაღი“, — თქვა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სანქციები ირანის უმაღლესი ლიდერისა და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებს ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის საშუალებას წაართმევს.

კერძოდ, შეზღუდვები უკვე შეეხო ირანის სამ უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელს, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთ მინისტრ ჯავად ზაფირს მომავალ კვირაში დაუწესდება სანქციები.

აშშ−ის ვიცე−პრეზიდენტ მაიკ პენსის თქმით, აღნიშნული სანქციები აროს პასუხი ირანის მიერ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე და ასევე ომანის ყურეში ორ ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმაზე.