კალაძე: დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვებაში

თბილისის მერი კახა კალაძე ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შესახებ საუბრობს
Sputnik

„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ პარლამენტში. მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მგონია, რომ ამ რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღურსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულია.