ყვითელი ამბები

ირაკლი კობახიძის და გათხოვდა - ფოტოები გრანდიოზული ქორწილიდან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და გათხოვდა
Sputnik

პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და - ქეთევან კობახიძე გათხოვდა. მისი მეუღლე ახალგაზრდა პოლიტიკოსი დავით ფაცაციაა.

წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, მათ ჯვარი სამების ტაძარში დაიწერეს. საქორწინო წვეულება კახეთში, კაჭრეთის "ამბასადორში" გაიმართა.

დედოფალს ქორწილში თეთრი კაბა ეცვა, ხოლო სიძეს - თეთრი ჩოხა.

სიძემ დედოფალს ქორწილში ცხენით მიაკითხა, შემდეგ კი პატარა ყვითელი მანქანით საკუთარ ქორწილში მივიდნენ.