„ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები“ - ვინ არის გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა

ცნობილი ხდება იმ გოგონას ვინაობა, რომელმაც აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგა
Sputnik

სოციალურ ქსელში ჯგუფი Vodka Vtraiom იმ გოგონას შესახებ წერს, რომელმაც აქციაზე რეზინის ტყვიის სროლის შედეგად თვალი დაკარგა.

პოსტიდან ცნობილი ხდება, რომ გოგონა, რომელმაც 20 ივნისს პარლამენტთან დარბევისას თვალი დაკარგა, 19 წლის მაკო გიგაურია.

„გვინდა დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ მაკოს და ბოდიში მოვუხადოთ, რომ ვერ დავიცავით და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით, იცოდე მაკო, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ! თვალი თვალის წილ“, - წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ პოსტზე თავად მაკო გომურმა კომენტარი მიაწერა: „მაკო მალე დაგადგებათ ლაივზე; ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები“.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს აქციაზე პარლამენტთან 240 ადამიანი დაშავდა, ორმა დაკარგა თვალი.