ერთი ჟურნალისტი, ორი პოლიციელი და რამდენიმე მოქალაქე კვლავ კლინიკაში რჩებიან

ამ დროისთვის საავადმყოფოებში 19 პაციენტი რჩება
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 19 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი

19 პაციენტიდან ერთი ჟურნალისტია, ორი – პოლიციელი, დანარჩენები სამოქალაქო პირები არიან. სტაბილურად მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.

ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე დაშავებულები მოინახულა>>

აქციის დროს დაშავებულები მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და სხვებმა.