„ყველაფერი გაივლის!“ – ვალერი მელაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

მელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დაბადების დღეს არ გადაიხდის
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. რუსეთისა და საქართველოს მეგობრობრული ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იგებოდა, ერთ დღეში არ დაინგრევა, მიიჩნევს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება, აქედან ორი მიმე მდგომარეობაშია.

„საუკუნეების განმავლობაში აგებულ მეგობრულ ურთიერთობებს ერთ დღეში ვერ დაანგრევ. პოლიტიკურ ამბიციებს ჯანსაღ აზრზე, პატივისცემასა და სიყვარულზე მაღლა აყენებენ! ყველაფერი გაივლის. ესეც გაივლის. მაგრამ ცხოვრებაც მიდის“, – დაწერა მელაძემ Instagram–ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში ფრენები აეკრძალებათ. მთავრობას დაევალა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია. აკრძალვა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეეხო.