მიხეილ სააკაშვილის მეუღლე თბილისში აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მოთხოვნებიც უცვლელი რჩება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენების ეპიცენტრიდან
Sputnik

რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მოთხოვნებიც უცვლელი რჩება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენების ეპიცენტრიდან

საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს მომიტინგეების მოთხოვნები იგივე რჩება: შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, პროტესტის პირველ დღეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არცევნების ჩატარება პროპორციული სისტემით.

ცოტა ხნის წინ აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად მივიდა.

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გარდა ამისა, სანდრა რულოვსმა ხელი მოაწერა პეტიციას პარლამეტში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.