თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. თბილისი-რუსთავი გზაზე, რესტორან „მარაბდასთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, იუწყება სააგენტო „ინფო-რუსთავი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს Ford-ის მარკის მიკროავტობუსი და Lexus-ის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. მიკროავტობუსს მგზავრები თბილისიდან რუსთავის მიმართულებით გადაჰყავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.