თბილისური პროტესტის სახე - ემოციები ფოტოებზე

Sputnik

რუსთაველის პროსპექტზე დაწყებული პროტესტების მესამე დღე პლაკატების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ხალხი ცოტა იყო, თუმცა მტკიცედ განწყობილი. იხილეთ Sputnik-საქართველოს  ფოტოლენტა ადგილიდან. 

შაბათს აქციაზე ბევრი პლაკატი გაჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. გარდა ამისა, სიტყვით გამომსვლელები მოითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მთავრობის გადადგომას და აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ კურსს. 

აქცია მმართველი პარტიის ოფისისკენ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც მომიტინგეები ერთხანს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ლოზუნგებს სკანდირებდნენ, შემდეგ კი დაიშალნენ.

საპროტესტო აქცია კვირას, 19:00 საათზე უნდა გაგრძელდეს იგივე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე. თუ დღეს მომიტინგეების მოთხოვნები არ შესრულდება, მათი განცხადებით, უვადო შიმშილობას დაიწყებენ. 

1 / 17
საპროტესტო აქციის მესამე ღამე თბილისში
2 / 17
აქციის ზოგმა მონაწილემ თადარიგი დაიჭირა და მიტინგზე რესპირატორით მივიდა...
3 / 17
ზოგი კი საკუთარი ტრანსპორტით გამოცხადდა
4 / 17
აქციაზე სიტყვით ძირითადად ახალგაზრდები გამოდიოდნენ
5 / 17
ზოგადად, აქციის მთავარი ნაწილი სწორედ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყო
6 / 17
პროტესტის მესამე ღამე პლაკატებისა და ლოზუნგების სიმრავლით გამოირჩეოდა
7 / 17
პროტესტის მესამე ღამე პლაკატებისა და ლოზუნგების სიმრავლით გამოირჩეოდა
8 / 17
აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას მისამართით მკვეთრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ
9 / 17
აქციაზე ფრიალებდა საქართველოს სახელმწიფო დროშები
10 / 17
იყვნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებიც
11 / 17
საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
12 / 17
შეკრებილები გამომსვლელების მოწოდება-ლოზუნგებს აქტიურად უჭერდნენ მხარს
13 / 17
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად განათებული სმარტფონები აღმართეს
14 / 17
პლაკატები საპროტესტო აქციაზე
15 / 17
ჩანდა აშშ-ის სახელმწიფო დროშაც...
16 / 17
და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პორტრეტიც
17 / 17
აქციის მონაწილეები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. კვირა საღამოს ისინი კვლავ შეიკრიბებიან რუსთაველზე