საქართველომ II ევროპულ თამაშებზე მინსკში პირველი ოქრო მოიპოვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს აჯობა
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. II ევროპულ თამაშებზე მინსკში ქართველმა ძიუდოისტმა ლუხულ ჩხვიმიანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ნინო სალუქვაძე ვაჟთან ერთად მეორე ევროპულ თამაშებზე მედლების გარეშე დარჩა >>

60 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ჩხვიმიანმა ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს აჯობა. ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ხოლო ე.წ. „ოქროს დროში“ ქართველმა ვაზარით მოიგო.

ქართველი ძიუდოისტებისთვის ეს მედალი მინსკის თამაშებზე მეოთხე გახდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე -66 კგ).

II ევროპული თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს სამბოში რამდენიმე მედლის მოპოვება შეუძლია.