„როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

წინასწარი მონაცემებით, თბილისში რუსული ტელეარხის კორესპონდენტს და ოპერატორს თავს დაესხნენ
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსული ტელეარხის, „როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ.

Вести.Ru-ს ინფორმაციით, სტანისლავ ბერნვალდი ინტერვიუს იღებდა ტურისტული სააგენტოს მფლობელებისგან, რა დროსაც მათ რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა. მათ არხის კორესპონდენტისა და ოპერატორის ცემა სცადეს. 

ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტოს მეპატრონის ქმარი გამოექომაგა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.