თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კვლავ ასახელა თავისი კლუბი „სან-ხოსე ერთქვეიქსი“, რომელიც ჩრდილოეთ-ამერიკულ ლიგა MLS-ში გამოდის.
ყაზაიშვილმა „ლოს-ანჯელეს გელექსის“ კარში აშშ-ს თასის (US Open Cup) 1/8 ფინალის მატჩში გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში შეხვედრის მეშვიდე წუთზე გახსნა. მაგრამ ამ გოლმა შეხვედრის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. „სან-ხოზე“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ყაზაიშვილისთვის ეს უკვე სეზონზე მეოთხე გოლია. აშშ-ის თასის 1/16 ფინალში ნახევარმცველმა „საკრამენტოს“ კარში დუბლი გააფორმა (4:3), ხოლო კიდევ ერთი გოლი MLS-ის ჩემპიონატში გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელესის“ წინააღმდეგ მატჩში 90-ვე წუთი მინდორზე გაატარა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ.
ქართველი ფეხბურთელები ამერიკის დაპყრობას აგრძელებენ >>
რაც შეეხება MLS-ის ჩემპიონატს, დასავლეთ კონფერენციაში რვა ჩატარებული მატჩის შემდეგ „სან-ხოსე“ 9 ქულით პლეი-ოფის ზონას ორი ქულით ჩამორჩება.