პროტესტის ღამე თბილისში - პარლამენტთან გამართული მასშტაბური აქციის ფოტოები

Sputnik

პარასკევს ღამით საქართველოს პარლამენტთან მასობრივი საპროტესტო აქცია გაგრძელდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს სურათები აქციიდან

პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მსვლელობის დროს რუსთაველზე გადაიკეტა გზა - მომიტინგეებმა დაიკავეს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ მთლიანი ტერიტორია.

საზოგადოება პროტესტს გამოთქვამდა რუსეთის პოლიტიკის მიმართ და უნდობლობას უცხადებდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. ისმოდა მოწოდებები მთავრობის, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომასთან დაკავშირებით. ქართველ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ - მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ არ არიან არცერთი პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის მომხრეები.

აქცია, რომელიც ათობით საათის განმავლობაშ გრძელდებოდა, მშვიდობიანად ჩატარდა. სპეცრაზმი აღარ გამოჩენილა, ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციის დაშლის მცდელობა არ ჰქონია. რუსთაველის გამზირზე მორიგეობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მომიტინგეთა შორის ძირითადად იყვნენ სტუდენტები და ახალგაზრდები.

1 / 19
პარასკევს საღამოს საქართველოს პარლამენტთან ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი
2 / 19
აქცია მშვიდობიანად ჩატარდა, ბევრ მომიტინგეს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა - როგორც ქვეყნის სიმბოლო
3 / 19
ზოგიერთი მონაწილე, წინა ღამით მიტინგის რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშლის გამო, აქციაზე ნიღბებითა და ჩაფხუტებით მივიდა
4 / 19
ხუთშაბათს აქციის დაშლამ ახალგაზრდები ვერ შეაჩერა და პარასკევს პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდა
5 / 19
ზოგიერთ მომიტინგეს ხელში ეჭირა ტრანსფარანტი, რომლითაც პოლიციასა და სპეცრაზმს მოუწოდება, რომ არ ესროლათ მათთვის
6 / 19
აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ რუსეთის პოლიტიკას და უნდობლობას უცხადებდნენ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას
7 / 19
აქციის ბევრი მონაწილე პირდაპირ ეთერში აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს
8 / 19
ზოგიერთი ლოზუნგი და ტრანსფარანტი მიტინგის მსვლელობის დროს იქმნებოდა
9 / 19
აქციაზე მისული ყველა ადამიანი თავისებურად გამოთქვამდა პროტესტს
10 / 19
პოლიცია და მეხანძრე-მაშველები სპეცტექნიკით ელოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას საქართველოს სამთავრობო ადმინისტრაციის შენობასთან
11 / 19
პოლიცია მორიგეობდა რუსთაველის გამზირზეც, თუმცა ადგილზე არ ყოფილა არავითარი სპეცრაზმი
12 / 19
აქციის მონაწილეთა შორის ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ
13 / 19
მიტინგი პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა - მის მონაწილეებს ათვისებული ქონდათ მთელი მიმდებარე ტერიტორია
14 / 19
ქუჩაზე პარლამენტის მხარეს ხალხის დიდი რაოდენობის გამო გავლა შეუძლებელი იყო
15 / 19
აქციაზე პლაკატების უმეტესობა მიმართული იყო რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ასევე ჩანდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ლოზუნგები
16 / 19
მომიტინგეები ითხოვდნენ შს მინისტრისა და მთავრობის გადადგომას
17 / 19
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ არ მიეკუთვნებოდნენ არცერთ პარტიას. პოლიტიკოსებს არ აძლევდნენ საშუალებას სიტყვით გამოსულიყვნენ
18 / 19
აქციის მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე მორიგეობდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები
19 / 19
ღამის სამი საათისთვის გამზირზე რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა. გვიან ღამით აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია