ყვითელი ამბები

„ახლა წასვლის დრო არ არის, არ დამტოვო, მჭირდები...“ - ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე მამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამას თეკუჩა ქარსელაძეს, რომელიც გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თხოვს, არ დატოვოს.

„ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი დააკლდა თბილისს, გასკდა გული...“ - ნინი ქარსელაძე

„მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის... ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!“, - წერს მომღერალი.

ნინი მადლობას უხდის ექიმებს და ამბობს, რომ მთელი დღე მამასთან გაატარა და მიხვდა, რომ ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი.

ცოტა ხნის შემდეგ, მომღერალმა დაწერა, რომ მამამისი კლინიკაში მომაკვდავი წევს ინსულტით, გათიშული, აპარატზეა შეერთებული, არ უმუშავებს არც ერთი ფილტვი და ყავთ მართვით სუნთქვაზე, ნთელი დღე მასთან გაატარა და ორი დღის წინ მისი სტატუსის ირგვლივ ნეგატიურ კომენტარებს ვერ უპასუხა.

თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი რჩება

„რადგან ასეთ მძიმე სიტუაციაში ვიყავი ტელეფონით ვადევნებდი თვალს, პირველი რა კადრებიც ვნახე იყო, თუ როგორ ურტყამდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. შესამაბიმად ვერ მოვითმინე იმ ადამიანების დამცირება, რომლებიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას თავდაუზოგავად იცავენ!

დავწერე სტატუსი. შემდეგ სახლში მოვედი და ვნახე ძალის გადამეტება ახალგაზრდებზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და ვგმობ მთელი ჩემი არსებით!!!! და სტატუსიც წავშალე“, - წერს ქარსელაძე.