გარდაბანში საქორწილო ესკორტის მანქანები სატვირთოს შეეჯახნენ

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. გარდაბნის სოფელ სააკაძესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბორჯომში ბებიასა და შვილიშვილებს ავტომობილი დაეჯახა – არის მსხვერპლი

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილი იყო, დანარჩენი კი, ქორწილში მიმავალი მსუბუქი ავტომობილები.

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.