„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა დაიწყო

„აეროფლოტი“ მოქალაქეებს 8 ივლისის შემდგომ თარიღებზე გაყიდული ბილეთების საფასურს დაუბრუნებს.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის ფრენები შეჩერდა.

რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა >>

ამასთან „აეროფლოტი“ მოქალაქეებს 8 ივლისის შემდგომ თარიღებზე გაყიდული ბილეთების საფასურს დაუბრუნებს. სწორედ ამ დღიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. ეს, რუსული მხარის მონაცემებით, დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

„იმისათვის, რომ აკრძალვა მოიხსნას, „საქართველოში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა საფრთხე უნდა მოიხსნას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.