სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს

სტუდენტებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს: საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და ასევე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენება იმისთვის, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
Sputnik

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა სტუდენტებმა მიტინგზე კონტროლი აირეს და საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. 

სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს

სტუდენტები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ჩავიდნენ პარლამენტამდე, სადაც უკვე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ.

სტუდენტებმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს სტვენით შეაწყვეტინეს სიტყვა და აიძულეს, მიკროფონი ახალგაზრდებისთვის დაეთმო.

„ჩვენ არ ვუერთდებით არცერთ პარტიას“, — განაცხადა ერთ−ერთმა სტუდენტმა.

ამ დროისათვის რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. სტიდენტები აქციას ლოზუნგით „არა ძალადობას!“ მართავენ და მოუწოდებენ შეკრებილებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

სტუდენტებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს: საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და ასევე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენება იმისთვის, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გახარიას სამსაათიანი ვადა მისცეს გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებისთვის.