თსუ-ს სტუდენტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ: მიმდინარეობს პეტიციაზე ხელმოწერა

აღსანიშნავია, რომ კობახიძე, როგორც იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  
Sputnik

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი მოითხოვს, შეწყვიტოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლექციების  კურსის კითხვა. შესაბამისი პეტიცია უკვე გამოქვეყნებულია manifest.ge-ზე. 

ირაკლი კობახიძე გადადგა

აღსანიშნავია, რომ კობახიძე, როგორც იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  

პეტიციაში, რომელზე ხელმოწერებიც უკვე დაიწყო, ნათქვამია:

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს“.

სტუდენტთა ნაწილს ფაკულტეტის ადმინიტრაციისადმი ორი მოთხოვნა აქვს: არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა და ასევე, არ დაუთმოს მას უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად და მათში მონაწილეობის მისაღებად.

ამ დროისათვის პეტიციაზე 300 სტუდენტს აქვს მოწერილი ხელი.