საპროტესტო აქცია თბილისში: დაძაბულობა და პოლიტიკური მოთხოვნები

Sputnik

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა

გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

მშვიდობიანი ფორმით დაწყებულ აქციაზე რამდენიმე საათის წინ ვითარება დაიძაბა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც სამართალდამცველებმა საბოლოოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დაუპირისპირა.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდებ, თუმცა ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

1 / 10
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ
2 / 10
საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა
3 / 10
აქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას
4 / 10
საპროტესტო აქცია საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია
5 / 10
ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლო გაყიდა
6 / 10
ხელისუფლებამ მომხდარი ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლის შეცდომით განმარტა
7 / 10
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
8 / 10
დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე და რამდენიმე სამართალდამცავი
9 / 10
სიტუაცია პარლამენტის შენობასთან კვლავ დაძაბულია
10 / 10
მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ