წაქცეული ხეები და დაგლეჯილი კაბელები: სამეგრელოს ქარიშხალმა გადაუარა

ზუგდიდში ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. გუშინ, ღამით ძლიერმა ქარმა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.

მაუწყებლის ინფორმაციით, ზუგდიდი–ჯვარის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ქარმა ხეები წააქცია. ტრანსპორტის მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც შესაბამისმა სამსახურმა გზა წაქცეული ხეებისგან გაწმინდა.

ქარმა ხეები თვითონ ქალაქ ზუგდიდშიც წააქცია. ამასთან ერთად, შეიქმნა ელექტრომომარაგების პრობლემები. ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia–ს თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. წაიქცა ხეები, რამაც გზების მონაკვეთები ჩახერგა. დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა შენობების სახურავები.