ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მინსკში, თბილისში გამოფრენამდე.

პარლამეტთან აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

საქართველო პრეზიდნენტის თქმით, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, დღეს დილით გადაწყდა ბელარუსში ვიზიტის შეწყვეტა და ევროპულ თამაშებს აღარ დაესწრება.

„თუმცა, ამ დილითვე პრეზიდენტ ლუკაშენკომ თავად გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და მოკლე საუბარი გვქონდა დილით, წამოსვლის წინ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ადგილზე ეგულშემატკივრა.