პოლიცია რუსთაველის გამზირზე კონტროლის აღდგენას ცდილობს

წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება, ვინც წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს და არეულობას იწვევდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან
Sputnik

წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება, ვინც წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს და არეულობას იწვევდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

ბოლო მონაცემებით, დაშავდა 30 მომიტინგე და 39 პოლიციელი, განაცხადა პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტები ტელეკომპანიებიდან TV Pirveli, Rustavi2 და პირველი არხი.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების უსაფრთხოებისკენ და მათი პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისგან დაცვისკენ მოუწდა.

საპროტესტო აქციის პროვოცირების მიზეზი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გახდა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტის ამპლუაში. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ სამშობლოს უღალატა, როდესაც გავრილოვს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო გავრილოვს. ხელისუფლებამ მოვლენები ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლში გაპარული შეცდომით განმარტა.

დღის მეორე ნახევარში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი - წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათმა აქტივისტებმა და თანამოაზრეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ღამით რამდენჯერმე გამოიყენა სპეცსაშუალებები, მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ბევრი მათგანი ადგილზე დარჩა, მეტიც, მათ განაგრძეს პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ჯოხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.