ყვითელი ამბები

„იმედია დარბევამდე დაწერე...“ - ქარსელაძემ სკანდალური სტატუსის შემდეგ „ფეისბუქი“ გააუქმა

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს
Sputnik

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ გვერდზე დაწერილი სტატუსის შემდეგ, სადაც მხარდაჭერას უცხადებდა მთავრობას და პოლიციას აქებდა, „ფეისბუქი“ გააუქმა.

სავარაუდოდ, მომღერალმა გადაწყვეტილება მის მიმართ წამოსული მკვეთრი ნეგატიური კომენტარების შემდეგ მიიღო. ერთ-ერთი კეთილისმსურველი, რომელმაც მას ურჩია, რომ თუ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გვერდში დგომა არ შეუძლია, საერთოდ ნუღარ დაწერს ნურაფერს, ბლოგერი გურამ შეროზიაა.