თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა.
„რა უნდათ?“ - გრიგოლ ვაშაძეს მომიტინგეთა ნაწილმა გამოსვლა რეპლიკებით შეაწყვეტინა
როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა.
აქციის მონაწილეთა რეპლიკები გაუგებარი აღმოჩნდა გრიგოლ ვაშაძისთვის, რომლის გამოსვლაც დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან იკითხა, „რა უნდათ?“ და ამის შემდეგ ტრიბუნა დატოვა.
ამ დროისათვის რუსთაველის პროსპექტზე მოძრაობა გადაკეტილია და იქ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.