ახალქალაქში ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, როცა შემთხვევა მოხდა, ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ახალქალაქში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან შვიდი წლის ბავშვი გადმოვარდა. ის სომხეთის მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბავშვი გადარჩა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას მოტეხილი აქვს ორივე ბარძაყი.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, ის სახლში მარტო იყო და აივანზე თამაშობდა.

ერთ დღეში მეორე შემთხვევა: თემქაზე მეშვიდე სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა>>

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.