საქართველოს პარლამენტთან ახალი მიტინგი იმართება - ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან

რუსთაველის გამზირზე ხალხი იკრიბება. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ ანტირუსული პლაკატები, ასევე გუშინ დასახიჩრებულ მომიტინგეთა სურათები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდება ახლა თბილისის ცენტრში
Sputnik

რუსთაველის გამზირზე ხალხი იკრიბება. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ ანტირუსული პლაკატები, ასევე გუშინ დასახიჩრებულ მომიტინგეთა სურათები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდება ახლა თბილისის ცენტრში

პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებულია სცენა ტრიბუნით, სადაც სიტყვით გამოვლენ პოლიტიკოსები. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარტიის „ახალი საქართველოსთვის“ წევრები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ასევე „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“.